Wednesday, November 12, 2008


პროექტის სახელი: ,,ჩემი ხე“
2. მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ ხის მნიშვნელობას ადამიანებისათვის, დარგავენ საკუთარი სახელობის ხეებს, ალამაზებენ გარემოს.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იძიებენ ყოველგვარ ინფორმაციას ხისა და ტყის დანიშნულების შესახებ. იკვლევენ თუ როგორ იზრდება ხე. რა პირობებია საჭირო ხის გასაზრდელად. რა სარგებლობა მოაქვს ხე-ტყეს ადამიანისათვის, რა პრობლემებს უქმნის ადამიანი ტყეს, როგორ უნდა შევძლოდ ხის ისტორიის შესწავლა. მისი ასაკისა და განვლილი ცხოვრების დადგენა. როგორი ჯიშის და როგორი სტილის ტყეები არსებობენ, ტყის როგორ სიმდიდრეებს ფლობს საქართველო და რა კეთდება მისი მოვლა პატრონობისათვის.
- რა მდგომარეობაა ამ საგანძურის მოვლისა და დაცვის მხრივ სხვა ქვეყნებში მაგ. გერმანიაში,ინგლისში. მოსწავლეები იკვლევენ ადამიანის დამოკიდებულებას ხისა და ტყისადმი აღნიშნულ ქვეყნებში და ახდენენ შედარებას საკუთარ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან - იძიებენ ლეგენდებსა და ზღაპრებს ხის და ტყის შესახებ როგორც ქართულ ისე უცხოურ მითოლოგიაში.აწყობენ ექსკურსიებს ბუნებრივი ლანდშაფტების დასათვალიერებლად,არჩევენ ისეთ ადგილებს სადაც ისტორიული ძეგლებიცაა განლაგებული და სწავლობენ ძეგლსა და ლანდშაფტს შორის არსებულ კავშირს . ეწვევიან ბოტანიკურ ბაღს, პარკებს და დაცულ ტყეებს. რგავენ ხეებს სკოლის შემოგარენში და ადამიანის ხელით დაზიანებულ ტყის მასივებში . იღებენ ინტერვიუებს, აგროვებენ ფოტო და ვიდეო მასალებს და ამზადებენ ფოტო და ვიდეო კოლაჟს, აწყობენ დეკორატიული ხეებისა და ყვავილების გამოფენას. კვლევების შედეგებს აქვეყნებენ ბუკლეტების სახით.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასი:VI-XII კლასები.
5. ვადები/ხანგრძლივობა 2008 წლის ნოემბერი/2009 წლის მაისი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
-კლასებში ტარდება გაკვეთილები მოსწავლეებს შორის თემისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით.
-გაკვეთილებს ატარებენ მასწავლებლები ინტეგრირებულად. ქართული,გერმანული, ინგლისური ენის მასწავლებლები შესაბამის ქვეყნებში ხე-ტყის დანიშნულების თემაზე და კულტურათა შორისი შედარებისათვის საჭირო მასალის მოსაპოვებლად.
ისტორია -გეოგრაფიის მასწავლებლები ტყეების მდებარეობის, მდგომარეობის, ისტორიული მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ ატარებენ გაკვეთილებს ბიოლოგიისა ქიმიის მასწავლებლებთან ერთად.
ფილოლოგები და უცხო ენის მასწავლებლები ატარებენ გაკვეთილებს მითოლოგიურ თემატიკაზე.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას.
- დაირგვება ბავშვზე ერთი ან ორი ხე. შეიქმნება ბროშურები კვლევის შედეგებზე, გაკეთდება ფოტო და ვიდეო კოლაჟები, სტენდები. მოეწყობა გამოფენები და ექსკურსიები.
8. სარგებელი სხვებისათვის:
ზოგადად გაჯანსაღდება ეკოლოგიური გარემო.
გალამაზდება სკოლის ეზო. გაიზრდება მოსწავლეების პასუხისმგებლობა გარემოსადმი. იქნებიან მუდმივად მზრუნველი მათ მიერ დარგული ხეებისადმი. მიიღებენ უდიდეს გამოცდილებას ბუნების მოვლის საქმეში.
9. სამუშაო ენა: ქართული ( საგაკვეთილო აქტივობებისას გამოიყენება შესაბამისი უცხო ენა)
10. დაუკავშირდებიან ერთმანეთს სხვადასხვა საგნები და საგნობრივი ჯგუფები. მაგ: ქართული-უცხო ენები, ისტორია-გეოგრაფია, ბიოლოგია-ქიმია, ხელოვნება-მათემატიკა, ფიზიკა. ყოველ გაკვეთილს ექნება კონკრეტული მიზანი, გამომდინარე ეროვნული სასწავლო გეგმებიდან.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან--------------------------------------------
12.პროექტის ფასილიტატორები: ზურაბ გაბროშვილი, ლალი ძამიაშვილი, ოლღა კვეზერელი
13.პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა zurabgabroshvili@gmail.com--- lalidzamiashvili@gmail.com ---kvezerelikvezereli@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: sauketesoa chemi xe
15. პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი 179skola2008.blogspot.com

1 comment:

nini said...

მოგესალმებით! მე-10 საჯარო სკოლის სახელით. მოხარული ვარ, რომ ესოდენ აქტუალური თემა თქვენც აგიღიათ სამუშოდ. იმედი მაქვს შემდგომში თანამშრომლობის.გისურვებთ წარმატებებს.
ინფ.მენეჯერი